ალექსი-მესხიშვილი, შალვა
ვიკიპედიიდან
შალვა ვლადიმერის ძე ალექსი-მესხიშვილი (* 26 აპრილი/8 მაისი, 1884, თელავი ― † 18 ივნისი, 1960, თბილისი), ქართველი ადვოკატი და პოლიტიური მოღვაწე, ლადო მესხიშვილის ვაჟი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1902-1904 წლებში სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტში, საიდანაც გარიცხეს სტუდენტთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის. 1909 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ადვოკატობა დაიწყო თბილისში 1910 წელს. ალექსი-მესხიშვილი სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო. 1918-1919 წლებში იუსტიციის მინისტრის პოსტი ეკავა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის მთავრობაში და მხარს უჭერდა მტავრობის დასჯითს პოლიტიკას. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ადვოკატურ საქმიანობას ეწეოდა, იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი.