ალიტერაცია
ვიკიპედიიდან
ალიტერაცია: (ლათ. alliteratio) – ერთი და იმავე მსგავსი თანხმოვანი ბგერების განმეორება სალექსო სტრიქონში. გამოსავლის პოეტური ხერხი. გამოსახვის პოეტური ხერხი, ემოციური ზეგავლენის საშუალება, ბგერების მუსიკალური ორგანიზაციის ფორმა. ქმნის ლექსის კეთილხმოვანებას, სიტყვის შინაარსის აკუსტიკურ თვალსაჩინოებას. ბგერების გამეორება მაშინაა პოეტური, ესთეკილური როცა მას თან ახლავს გამომსახველობითი ემოციური ძალა. ბგერების უაზრო, ფორმალისტური თამაში მოკლ.ებულია მხატვრულ-ესთეტიკურ ღირებულებას.
“ლეილას თვალები ელავენ ბნელიდან, დედოფალს ახლავან მხევალნი მცველებად ყვავილის მწველია ლეილას ხელიდან, დალალნი დაშლილან ელვარე გველებად.”(პ. იაშვილი)
ალიტერაცია შეიძლება იყოს პროზაულიც. იგი რიტმული პროზის ერთ-ერთ ძირიათად კომპონენტად ითვლება:
"ქორისფერი ქორედები ცის სილურჯეს მიბჯენოდნენ თხემებით." "ცხრატბის ერისთავის მეუღლეს ცხრა ღამეც არ გაუთევია ქმართან." "ბნელში დაბუდებული ბუს მართვე ბნელს უჩიოდა ხილნარში." (კ. გამსასხურდია)