ამირაჯიბი, სოფიო
ვიკიპედიიდან
სოფიო ვასილის ასული ამირაჯიბი (* 1 ოქტომბერი/14 ოქტომბერი, 1847, თბილისი ― † 14 ივნისი/27 ივნისი, 1906, მოსკოვი), ქართველი მთარგმნელი. კ. ამირაჯიბის დედა.
სწავლობდა თბილისში ფავრის პანსიონში. ფლობდა რამდენიმე უცხოურ ენას. რუსულად თარგმნა გრ. ორბელიანის, ვ. ორბელიანის, ნ. ბარათაშვილის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ი. ევდოშვილის, დუტუ მეგრელის, ია ეკალაძისა და სხვა თხზულებანი. ― ამირაჯიბის თარგმანები იბეჭდებოდა თბილისის იმდროინდელ რუსულ პრესაში ("კავკაზსკი ვესტნიკი", "არგონავტი", "ნოვოე ობოზრენიე", "ტიფლისსკი ლისტოკი") , ცალკე წიგნად კი სათაურით "ქართველი პოეტების ლექსთა კრებული" გამოიცა მოსკოვში 1909 წელს.