ვიკიპედიიდან
14 ოქტომბერი არის გრიგორიანული კალენდრის 287-ე დღე (ნაკიან წლებში – 288-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 78 დღე.
- 1582 - გრიგორიანული კალენდრის შემოღების გამო ამ წელიწადის ეს რიცხვი არ არსებობს იტალიაში, პოლონეთში, პორტუგალიასა და ესპანეთში.
- 1773 - ისტორიაში პირველი განათლების სამინისტრო, ეროვნული განათლების კომისია, შეიქმნა პოლონეთში.
- 1867 - იაპონიაში გადადგა ტოკუგავას შოგუნატის მე-15 და ბოლო შოგუნი.
- 1884 - ჯორჯ ისტმანმა დააპატენტა ფოტოფირი.
- 1912 - საარჩევნო კამპანიის დროს მილუოკიში, ვისკონსინი, მყოფი ყოფილი აშშ პრეზიდენტი თეოდორე რუზველტი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილ იქნა სალონის მფლობელ ვილიამ ფრანკის მიერ. რუზველტი ღია ჭრილობით მაინც ახერხებს დაგეგმილი სიტყვით გამოსვლას.
- 1920 - სსრკ ფინეთს უთმობს პეტსამოს პროვინციის ტერიტორიის ნაწილს.
- 1933 - ნაცისტური გერმანია ერთა ლიგას გამოეყო.
- 1943 - იაპონია ფილიპინების "დამოუკიდებლობას" აცხადებს.
- 1944 - ბრიტანელი ჯარისკაცები ათენში შედიან.
- 1949 - ჩინეთის წითელმა არმიამ კანტონის (გუანჯჟოუ) ოკუპაცია მოახდინა.
- 1953 - აშშ მიწისქვეშა ატომურ ტესტს ახორციელებს ნევადას ატომური ტესტირების პოლიგონზე.
- 1962 - სსრკ ატარებს საცდელ ატომურ აფეთქებას სემიპალატინსკის ატომურ პოლიგონზე, აღმ. ყაზახეთში.
- 1964 : ლეონიდ ბრეჟნევი სსრკ კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი გახდა.
- 1964 - ფილიპსი იწყებს ექპერიმენტებს ფერადი ტელევიზორის შესაქმნელად.
- 1964 - ამერიკელი ადამიანთა უფლებების დაცვის მოძრაობის ლიდერი მარტინ ლუთერ კინგი, უმც. ხდება ნობელის მშვიდობის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი.
- 1966 - ქალაქ მონრეალში საზეიმოდ იხსნება მეტროს სისტემა (მონრეალის მეტრო).
- 1966 - 175 აშშ სამხედრო თვითმფრინავი ჩრდილოეთ ვიეტნამზე იერიშს იღებს.
- 1969 - სსრკ ატარებს ატომურ გამოცდას კუნძულ ახალ მიწაზე (ნოვაია ზემლია).
- 1970 - აშშ ატარებს ხელმეორე მიწისქვეშა ატომურ გამოცდას ნევადას პოლიგონზე.
- 1978 - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ატარებს ატომურ გამოცდას ლოპ ნორზე.
- 1979 - ჰომოსექსუალისტთა პირველი მარში ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქი, რომელზეც 200.000 ადამიანმა მოიყარა თავი, მოთხოვნით "ბოლო მოეღოს ჰომოსექსუალისტთა ყველანაირ სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და ლეგალურ დისკრიმინაციას".
- 1979 - 100.000 ადამიანი უერთდება დემონსტრაციას ბონში, გერმანია, ატომური ენერგიის გამოყენების წინააღმდეგ.
- 1980 - ბობ მარლეის ბოლო კონცერტი.
- 1981 - ეგვიპტის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ჰოსნი მუბარაკი, ა. სადატის მოკვლიდან ერთი კვირის შემდეგ.
- 1994 - პალესტინის ლიდერი იასირ არაფატი, ისრაელი პრემიერ მინისტრი იცხაკ რაბინი და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი შიმონ პერესი იყოფენ ნობელის მშვიდობის პრემიას.
- 1994 - კინოფილმი "Pulp Fiction" გამოდის კინოთეატრებში.
- 2006 : ვლადიმირ კრამნიკი ამარცხებს ვესელინ ტოპალოვს და ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი ხდება.

- 1257 : პჟემისლავ II - პოლონეთის მეფე
- 1633 : ჯეიმს II - ინგლისის და შოტლანდიის მეფე
- 1643 : ბაჰადურ შაჰ I - ინდოეთის იმპერატორი
- 1644 : უილიამ პენი - პენსილვანიის ინგლისელი დამფუძნებელი (გ. 1718)
- 1784 : ფერდინანდ VII - ესპანეთის მეფე
- 1804 : ორბელიანი, გრიგოლ - ქართველი პოეტი
- 1861 : ფანცხავა, რომანოზ - ქართველი კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი (გ.1928)
- 1866 : ახნაზაროვი, არტემ - ქართველი მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე (გ.1942)
- 1890 : ეიზენჰაუერი, დუაიტ - აშშ-ის 34-ე პრეზიდენტი (გ.1969)
- 1894 : ე.ე. კემინგსი - ამერიკელი პოეტი (გ. 1962)
- 1906 : არენდტი, ჰანა - გერმანელი ფილოსოფოსი (გ.1975)
- 1906 : იმამ ჰასან ალ ბანა - მუსლიმანთა საძმოს ეგვიპტელი დამაარსებელი (გ. 1949)
- 1927 : მური, როჯერ - ინგლისელი მსახიობი
- 1929 : ბაირამაშვილი, რევაზ - ქართველი არქიტექტორი.
- 1930 : მობუტუ სესე სეკო - ზაირის პრეზიდენტი 1965-1997 (გ.1997)
- 1939 : რალფ ლორენი - ამერიკელი მოდის დიზაინერი
- 1946 : ჩუხრაი, პავლე - რუსი რეჟისორი
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
- 1066 : ჰაროლდ II გოდვინსონი - ინგლისის მეფე
- 1256 : კუჯო იორიცუგო - იაპონელი სიოგუნი
- 1318 : ბრუსი, ედუარდ - ირლანდიის მეფე
- 1610 : ამაგო იოსიჰისა - იაპონელი სამურაი და მეომარი (დ.1540)
- 1711 : ტევოფლოსი - ეთიოპიის იმპერატორი
- 1944 : რომელი, ერვინ - გერმანელი სამხედრო მოღვაწე (დ.1891)
- 1953 : ტოკუდა კიუიტი - იაპონიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (დ.1894)
- 1977 : კროსბი, ბინგ - ამერიკელი მომღერალი (დ.1903)
- 1984 : რილი, მარტინ - ინგლისელი რადიო-ასტრონომი
- 1990 : ბერნსტეინი, ლენარდ - ამერიკელი კომპოზიტორი, დირიჟორი (დ.1918)
- ქართული მართლმადიდებლური ეკლესია - სვეტიცხოვლობა
სხვა თვეები: