ამირეჯიბი, ცაცა
ვიკიპედიიდან
ცაცა (ეკატერინე) გიორგის ასული ამირეჯიბი (* 22 თებერვალი/ 6 მარტი, 1889, სოფ. ხურვალეთი, ახლანდელი გორის რაიონი ― † 17 ნოემბერი, 1975, თბილისი), ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1950).
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1906 წლიდან მუშობდა სახალხო თეატრში (ავჭალის აუდიტორია). 1911 წელს დაამთავრა მოსკოვის ს. ხალიუტინას თეატრალური სტუდია და შემდეგ 1943 წლამდე მსახიობად მუშობდა საქართველოს სხვადასხვა თეატრებში. 1932 წლიდან სახკინმრეწვის (ახლანდელი კინოსტუა "ქართული ფილმის") მსახიობია. ამირეჯიბი ასრულებდა დრამატულ და ტრაგიკულ როლებს: ქეთევანი (ერისთავის "სამშობლო"), თამარი (მესხის "შოთა რუსთაველი"), ზეინაბი (სუმბათაშვილის "ღალატი"), ქეთევანი (ყაზბეგის "ქეთევან წამებული"), ფატი (დადიანის "ნაპერწკლიდან"), კრუჩინინა (ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ლედი მაკბეტი (შექსპირის "მაკბეტი"). როლები კინოში: კნეინა ("ნახვამდის", 1934), დედა ("არშულა", 1935), მართა ("არსენა", 1937) და სხვა.