ანტონ II
ვიკიპედიიდან
ანტონ II (ერისკაცობაში თეიმურაზ ბაგრატიონი) (*8 იანვარი, 1764 ― † 21 დეკემბერი, 1827), აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის ძე. განათლება მიიღო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1783 წელს ერეკლე II-მ გაგზავნა პეტერბურგში. ერეკლეს თხოვნით სინოდმა იმავე წელს აკურთხა ნინოწმინდის ეპისკოპოსად. 1788 წელს აირჩიეს აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. 1811 წელს რუსეთის მთავრობამ ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია სინოდს დაუქვემდებარა, გააუქმა რა მისი ავტოკეფალია (დამოუკიდებლობა) კათოლიკოსობა. იმავე წელს ანტონ II რუსეთში გაიწვიეს. ცხოვრობდა ნიჟნი-ნოვგოროდში. დაკრძალულია იქვე, ხარების ტაძარში.