არსენ I
ვიკიპედიიდან
არსენ I, არსენ დიდი, არსენ საფარელი (* დაახლოებით 820/830 ― † 877/887), ქართველი საეკლესიო მოღვაწე და მწერალი.
ცნობები მისი ბიორგაფიიდან გიორგი მერჩულის "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებამ" შემოინახა. არსენ I, სამცხის დიდი ფეოდალი მირიანის ძე, 6 წლისა იყო, როცა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებმა თეოდორემ და ქრისტოფორემ ხანძთის მონასტერში წაიყვანეს. იქ კარგი აღზრდა-განათლება მიიღო. მამამისმა საეკლესიო კრების დაუკითხავად ქართლის კათოლიკოსად დაადგინა. ქართლის ეპისკოპოსებმა მიიმხრეს მამფალი გუარამ დიდი, საეკლესიო კრება მოიწვიეს და "მძლავრობით" დადგენილი კათოლიკოსის წინაღღმდეგ გაილაშქრეს, მაგრამ გრიგოლ ხანძთელს არსენ I-თვის დაუჭერია მხარი და კრებას იგი კათოლიკოსად დაუმტკიცებია.
არსენ I-ს მიეწერება პოლემიკური თხზულება "განყოფისათჳს ქართლისა და სომხითისა", რომელიც ეხება ქართველ-სომეხთა სარწმუნოებრივი ურთიერთობასა და განხეთქილების ისტორიას, მიზნად ისახავს "განყოფის" ისტორიულ-პოლიტიკურ და სარწმუნოებრივ-დოგმატიკურ მიზეზების გარკვევას. ზოგი მკვლევარი ამ თხზულების ავტორად თვლის არსენის სახელით ცნობილ სხვადასხვა მოღვაწეს (VII საუკუნის არსენ კათოლიკოსს, X საუკუნის არსენ II კათოლიკოსს, არსენ იყალთოელს).