არშაკ III (იბერია)
ვიკიპედიიდან
არშაკ III - მცხეთის იბერიის მეფე (არშაკიანთა გვარიდან) დაახლ. ძვ. წ. 25- ახ. წ.5 წლებში. ძე ფარსმან I-სა. ძვ. წ. 21-ძვ. წ. 20 წლებში არშაკ III და არმაზის იბერიის მეფე ქართამ II შეკავშირდნენ სომხეთის მეფის არტაშეს II-ის წინააღმდეგ, მათ კავკასიონიდან გადმოიყვანეს ალანები და საერთო ძალებით დაამარცხეს სომხები, დაატყვევეს არტაშესის ვაჟი ზარეჰი და დარიალის ციხეში გამოკეტეს. ომის შედეგად არშაკ III-მ დაიბრუნა ადრე დაკარგული წუნდა და არტაანი, ხოლო ქართამ II განთავისუფლდა სომხეთზე დამოკიდებულებისგან. არშაკის მერე გამეფდა მისი ძე მირდატ III.