ვიკიპედიიდან
?Eagle |

|
კლასიფიკაცია |
|
საქართველოში გავრცელებული არწივები.
|
მცირე არწივი
მყივანი არწივი
მთის არწივი
ველის არწივი
ბეგობის არწივი
ჩია არწივი
|
არწივი (Aquaila), მტაცებელი ფრინველთა გვარი შავარდნისნაირთა რიგისა. გავრცელებულია ევრაზიაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. სხეულის წონა 6 კგ-მდეა (მთის არწივი), ფრთების შლილი 2 - 2,5 მ-მდე. თითები ბუმბულით შემოსილია გალომდე. გარეთა და შუა თითების ბრჭაყელი ძლიერ განვიტარებულია, ფრთები - გრძელი და განიერი, ბოლო - მომრგვალებული. მამალი და დედალი ერთნაირი შეფერილობისაა. ცნობილია 12 სწახეობა. ცხოვრობს ტყეებში, ველებზე, ნახევრად უდაბნოებში, უდაბნოებში, მთამაღალზე. ბუდეს იკეთებს ხეებზე, კლდეებზე ან მიწაზე. დებს 1 - 3 კვერცხს, კრუხობა გრძელდება 40-45 დღეს. იკვებებიან პატარა და საშუალო ზომის ხერხემლიანი ცხოველებით, ზოგჯერ მძორითაც. ყველა არწივი (გარდა მთის და ქორისებრი არწივისა) სასარგებლოა, ვინაიდან ანადგურებს მავნე მღრღნელებს. შუა აზიაში მთის არწივს ათვინიერებენ და სანადიროდ იყენებენ. საქართველოში გვხვდება არწივის 6 სახეობა: მცირე არწივი, მყინვანი არწივი, ბეგობის არწივი, ველის არწივი, მ. შ. არის როგორც მობინადრე, ისე მიმოფრენი სახეობები.