ასიდ-ჯაზი
ვიკიპედიიდან
ასიდ-ჯაზი (აცრ გრუვ-ჯაზი ან კლაბ-ჯაზი) მუსიკალური ჟანრია, რომელიც აერთიანებს ჯაზურ გავლენას სოულის, ფანკის, დისკოსა და ასევე 90-იანების ინგლისური საცეკვაო მუსიკის ელემენტებს, განსაკუთრებით კი განმეორებად რითმსა და მოდალურ ჰარმონიას. ეს ჟანრი 1980-90-იან წლებში განვითარდა, მალევე გადალახა ჯაზ-ფუჟენის ზღვარი და ახალ მიმდინარეობად ჩამოყალიბდა.
ჟანრის ჩასახვის ერთ-ერთი იდეა იყო ჯაზის დაბრუნება იქ სადაც ის დაიბადა, ანუ საცეკვაო დარბაზში. ამიტომაც ახასიათებს მას სულშიჩამწვდომი, მელანქოლიური, ჯაზისთვის დამახასიათებელი იმპროვიზაციები და ხმოვანება.
[რედაქტირება] იხ. აგრეთვე
- ნუ-ჯაზი
- ჯაზ-რეპი