ასტიაგე
ვიკიპედიიდან
ასტიაგე (Astyagēs, ბაბილონური Ištuwegu), მიდიის უკანასკნელი მეფე ძვ. წ. 585/ძვ. წ. 584 - ძვ. წ. 550/ძვ. წ. 549. ასტიაგე ცდილობდა განემტკიცებინა სამეფო ხელისუფლება და შეეჩერებინა მიდიის სამეფოს დაშლა. ძვ. წ. 553 მიდიასა და ბაბილონეთს შორის დაწყებული დავით ისარგებლა ასტიაგეს ქვეშევრდომმა სპარსეთის მეფე კიროს II-მ, აუჯანყდა ასტიაგეს ძვ. წ. 550, აიღო მიდიის დედაქალაქი ეკბატანა და ტყვედ ჩაიგდო ასტიაგე. მიდიის სამეფომ დაკარგა დამოუკიდებლობა და აქემენიდთა სპარსეთის გამგებლობაში მოექცა.