ატენი
ვიკიპედიიდან
ატენი, ქალაქი ფეოდალურ საქართველოში, ატენის ხეობაში, მდინარე ტანის ორივე ნაპირზე, ახლანდელი გორის რაიონის ატენის სოფლის საკრებულოს ტერიტორიაზე. ქალაქი აშენდა მეფე ბაგრატ IV-ის ბრძანებით XI საუკუნის შუაწლებში. ატენსა და ატენის ხეობაზე გამავალ გზებს იცავდა და სამეფო ხელისუფლების მტკიცე დასაყრდენი იყო ატენის და ვერის ციხეები, დეკციხე და სხვა. XIII-XVII საუკუნეებში ატენი მნიშვნელოვან ქალაქად რჩებოდა, მაგრამ დაღესტნელი ფეოდალების განუწეყვეტელი თავდასხმების შედეგად XVIII საუკუნისათვის დაკნინდა და სოფლად იქცა.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
- დიდი ატენი
- პატარა ატენი