აჯიკა
ვიკიპედიიდან
აჯიკა ცხარე სანალებლების ნაზავია, რომელსაც ქართულ სამზარეულოში კეძების მოსამზადებლად იყენებენ. მზადდება ცხარე პილპილით, ნივრით და მწვანილებით (ოხრახუში, ქინძი, ყვითელი პირი, კამა, ხმელი სუნელი, მისთ.).
წარმოშობით სამეგრელოდან უნდა იყოს, გავრცელებულია მთელს საქართველოში, კავკასიაში და ბოლო დროს აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიაში. არსებობს წითელი და მწვანე აჯიკა. შეფერილობითა და კონსისტენციით ჰგავს იტალიურ წითელ პესტოს. პოპულარული წარმოდგენით ყველაზე ცხარე და გემრიელ აჯიკას აფხაზეთში ამზადებენ.