Static Wikipedia February 2008 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu

Web Analytics
Cookie Policy Terms and Conditions კავკასია - ვიკიპედია

კავკასია

ვიკიპედიიდან

კავკასია სატელიტიდან
კავკასია სატელიტიდან

კავკასია (რუსულად - Кавказ; ინგლისურად - Caucasus) ვრცელი ბუნებრივი რეგიონია შავ, კასპიის და აზოვის ზღვებს შორის. იგი შემოსაზღვრულია კუმა-მანიჩის ღრმულით (ჩრდილოეთი), ირანით და თურქეთით (სამხრეთი), ყუბანის შესართავით (დასავლეთი) და აფშერონის ნახევარკუნძულით (აღმოსავლეთი).

სექციების სია

[რედაქტირება] ტერიტორია

კავკასიის ფართობი დაახლოებით 400 კვ.კმ-ია, სადაც 30 მლნ ადამიანი ცხოვრობს. რეგიონის მთავარი ღერძია დიდი კავკასიონი - მთაგრეხილი, რომელიც მას ორ ნაწილად ჰყოფს: ჩრდილოეთი კავკასია და სამხრეთი კავკასია. ქედი ამასთანავე წარმოადგენს ბუნებრივ საზღვარს ზომიერი და სუბტროპიკული ზონებისა. გეოგრაფიულად კავკასიას ეკუთვნის ასევე თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი, როსტოვის ოლქისა და ყალმუხეთის რესპუბლიკის ტერიტორიების ნაწილი.

[რედაქტირება] ბუნება

კავკასიის რეგიონის ბუნება მრავალფეროვანია. აქ ორიგინალურად არის შეხამებული მშრალი პეიზაჟები ნესტიან სუბტროპიკებთან. თბილი ზღვებისა და ყინულოვანი მთების ასეთ სიახლოვეს სხვაგან იშვიათად ნახავთ.

  • მთები. ბევრი კავკასიური მწვერვალი დაფარულია მუდმივი თოვლით და ყინულით. ზოგიერთი მათგანი - იალბუზი (5642 მ), დიხთაუ (5205 მ), შხარა (5068 მ), მყინვარწვერი (5033 მ), სიმაღლით აჭარბებს დასავლეთევროპულ მონბლანს.
  • მდინარეები. კავკასიის მდინარეები მიეკუთვნებიან კასპიის, შავი და აზოვის ზღვების აუზებს. მათი უმეტესობა ნაოსნობისათვის გამოუსადეგარია (მტკვარის, რიონის და ყუბანის გარდა), მაგრამ გამოიყენებიან ირიგაციის, ხე-ტყის ტრანსპორტირების და ჰიდროენერგეტიკისათვის. მთავარი მდინარეების: მტკვარი (1364 კმ), ყუბანი (906), კუმა (802), თერგი (623), რიონი (327).
  • ტბები. კავკასიის ტბები მცირე ზომის არიან, მაგრამ დიდ მნიშვნელობა აქვთ, როგორც ბუნებრივ წყალსაცავებს, რომლებიც საშუალებას იძლევიან მდინარეებში წყლის დონის რეგულირებისა და მეთევზეობის განვითარებისათვის. ყველაზე დიდი ტბაა სევანი. ზღაპრული ბუნების წყალობით, ბევრი ტბა ტურიზმისა და დასვენების კერებადაა ქცეული.

[რედაქტირება] პოლიტიკური რუკა

ამჟამად კავკასიის ტერიტორია 4 სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიას მოიცავს: საქართველო (69,7 კვ.კმ), სომხეთი (29,8), აზერბაიჯანი (86,6), რუსეთი (254,3). თვით რუსეთის ფედერაცია კავკასიაში წარმოდგენილია შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულებით: კრასნოდარის მხარე (76,0), სტავროპოლის მხარე (66,5), რესპუბლიკები - ადიღე (7,6), ყარაჩაი-ჩერქეზეთი (14,1), ყაბარდო-ბალყარეთი (12,5), ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია (8,0), ინგუშეთი (4,6), ჩეჩნეთი (15,9), დაღესტანი (50,3).

[რედაქტირება] მოსახლეობა

თავისი ეთნიკური შემადგენლობით კავკასია ერთ-ერთი ყველაზე ჭრელი და რთული რეგიონია. აქ ლაპარაკობენ 40-ზე მეტ ენაზე. კავკასიელთა უმეტესობა ევროპეიდულ ანთროპოლოგიურ რასას მიეკუთვნება. მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქრისტიანია, დანარჩენები - ძირითადად ისლამის მიმდევრები. ენობრივი კლასიფიკაციის შესაბამისად კავკასიელი ხალხები შემდეგ ჯგუფებად იყოფიან:

კავკასიური ოჯახის ხალხები.

  • ქართველური ჯგუფი: ქართველები (საქართველოში: დაახლ. 4.000.000; საერთო რაოდენობა: 7.200.000)
  • აფხაზურ-ადიღეური ოჯახი: აფხაზები (95.000), აბაზინები (31.000), ყაბარდოელები (304.000), ჩერქეზები (50.000), ადიღეელები (115.000).
  • ნახური ჯგუფი: ჩეჩნები (840.000), ინგუშები (200.000).
  • დაღესტნური ჯგუფი: ავარელები (540.000), ლეკები (430.000), ლაკები (110.000), დარგუელები (32.000).

ალთაური ოჯახის ხალხები.

  • თურქული ჯგუფი: აზერბაიჯანელები (5.800.000), ყუმუხები (255.000), ყარაჩაელები (140.000), ბალყარელები (69.000).
  • მონღოლური ჯგუფი: ყალმუხები (218.000)

ინდოევროპული ოჯახის ხალხები.

მიუხედავად ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი სხვაობისა, კავკასიელებს ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები, აგრეთვე საერთო ისტორიული ბედი, კულტურებისა და ტრადიციების მსგავსება. კავკასიის ბუნების სილამაზეს, მის მცხოვრებთა ტრადიციებს ბევრი ლიტერატურული ნაწარმოები მიეძღვნა, მათ შორის აღნიშვნის ღირსია: “კავკასია” - ალექსანდრე დიუმას (მამა) ნაწარმოები, პუშკინის "კავკასიელი ტყვე", ლერმონტოვის რომანი “ჩვენი დროის გმირი”, ტოლსტოის რომანი “კაზაკები” და “ჰაჯი მურატი”.

[რედაქტირება] ქალაქები

კავკასიელთა ნახევარზე მეტი ქალაქებში ცხოვრობს. ქალაქელთა ყველაზე დიდი პროცენტია ჩრდილოეთ ოსეთში - 68% და სომხეთში - 66%, ყველაზე ნაკლები - დაღესტანში 39%. სამ კავკასიურ ქალაქში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს (ბაქო, თბილისი, ერევანი), 10 ქალაქში - 200 ათასზე მეტი, 8 ქალაქში - 100 ათასზე მეტი. მნიშვნელოვანი ქალაქებია:

ბაქო (1.757.000), თბილისი (1.264.000), ერევანი (1.215.000), კრასნოდარი (620.000), ჯოხარყალა (გროზნო, 401.000), სოჭი (337.000), ვლადიკავკაზი (320.000), სტავროპოლი (318.000), მახაჩყალა (315.000), განჯა (232.000), ნალჩიკი (207.000), გიუმრი (206.000), ქუთაისი (200.000).

კავკასიის ქალაქები გაჩნდა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ეპოქაში. არსებული ქალაქებიდან ყველაზე ძველია: ერევანი (ცნობილია ძვ.წ. 782 წლიდან როგორც ურარტული ციხესიმაგრე ერებუნი), ქუთაისი (ცნობილია ძვ.წ. მე-6 ს-დან როგორც ლეგენდარული კოლხეთის სამეფოს დედაქალაქი აიას სახელით), ვანი (მცირე ქალაქი დასავლეთ საქართველოში, დიოსკურია (ამჟამინდელი სოხუმი), ფაზისი (ახლა ფოთი), ბარდა (კავკასიის ალბანეთის დედაქალაქი) და სხვა. ჩრდილოკავკასიური ქალაქები საკმაოდ ახალგაზრდები არიან - წარმოიქმნენ მე-17-18 საუკუნეებში, გარდა რამდენიმე ქალაქისა, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ მდებარეობენ.

[რედაქტირება] ეკონომიკა

სვანეთი
სვანეთი

კავკასია მდიდარია მინერალური რესურსებით: ნავთობი (ბაქო, გროზნო, მაიკოპი), გაზი (კრასნოდარი და სტავროპოლი), რკინა (დაშქესანი), ვოლფრამი და მოლიბდენი (ტირნიაუზი), თუთია და ტყვია (სადონი), მანგანუმი (ჭიათურა). 2005 წელს ოფიციალურად გაიხსნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი. უახლოეს მომავალში ამოქმედდება აგრეთვე გაზსადენი, რომელიც შუა აზიის რეგიონს კავკასიის გავლით დასავლეთთან დააკავშირებს.

კრასნოდარის და სტავროპოლის რეგიონები ხორბლისა და ბოსტნეულის ძირითადი მწარმოებლები, საქართველოს და აზერბაიჯანის სუბტროპიკული ზონები - ციტრუსების, ჩაის და ყურძნისა. სომხეთი სპეციალიზებულია სამშენებლო მასალების მოპოვებასა და მრეწველობის ზუსტ დარგებზე. რუსთავი და სუმგაითი ახალი ქალაქებია, სადაც საბჭოთა პერიოდში აიგო მეტალურგიული და ქიმიური პროფილის საწარმოები. მთიანი რეგიონები ძირითადად მესაქონლეობით არიან დაკავებულნი.

შავი ზღვის სანაპიროზე მნიშვნელოვანი პორტებია ბათუმი, ფოთი, ნოვოროსიისკი, საიდანაც ხორციელდება ეკონომიკური ურთიერთობები საზღვარგარეთთან. კავკასიაში მდებარეობს ბევრი ბუნებრივი ნაკრძალი, აგრეთვე საკურორტო ზონა - ჩრდილოკავკასიის მინერალური წყლები (პიატიგორსკი, კისლოვოდსკი), შავიზღვისპირეთი (ანაპასა და ბათუმს შორის) და სხვა. კავკასია ამასთან ერთად არის ტურიზმისა და ალპინიზმის ცენტრი

[რედაქტირება] ისტორია

კავკასია ხშირად ფიგურირებდა ძველ ბერძნულ ლეგენდებში; პრომეთე მიაჯაჭვეს კავკასიის მთას, იასონი და მისი არგონავტები კოლხებთან ეძებდნენ ოქროს საწმისს. სპარსელები, ხაზარები, არაბები, მონღოლები, თურქები ხშირად ესხმოდნენ თავს რეგიონს, რამაც განაპირობა მისი ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი სიჭრელე. რუსეთი კავკასიაში გამოჩნდა მე-18-19 საუკუნეებში სპარსეთთან და თურქეთთან ომების შემდეგ. ქრისტიანმა მოსახლეობამ (საქართველო და სომხეთი) მიიღო რუსეთის ჰეგემონია როგორც თავდაცვის საშუალება თურქთა ძალმომრეობისაგან. აზერბაიჯანის, დაღესტნისა და ჩერქეზეთის მუსულმანური მოსახლეობა წინ აღუდგა რუსეთს და დამორჩილდნენ მხოლოდ შამილის დამარცხების შემდეგ.

სსრ კავშირის დაშლის შემდეგ, სამხრეთკავკასიურმა ქვეყნებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, რასაც მოჰყვა ინსპირირებული ეთნიკური კონფლიქტები და აჯანყებები. ამჟამად კავკასია წარმოადგენს გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე მყოფ რეგიონს, რომელიც გადაუწყვეტელი კონფლიქტების გამო (ჩეჩნეთი, აფხაზეთი, სამხრეთი ოსეთი, ყარაბახი) დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება.

Static Wikipedia 2008 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2007 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2006 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu