ბარაკონი
ვიკიპედიიდან
ბარაკონი, ღვთისმშობლის ტაძარი, ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ძეგლი რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, სოფ. წესთან. რაჭის ერისთავის როსტომის ბრძანებით 1753 წელს ააგო ოსტატმა ავთანდილ შულავრელმა. შენობა სწორკუთხაა, მინაშენთა გარეშე. გუმბათი ეყრდნობა საკურთხევლის კუთხეებსა და ორ ბოძს. ნაშენია ქვით და გარედან უხვადაა შემკული ჩუქურთმებით. ფასადებზე ვხვდებით ზოგიერთ ძველებურ ელემენტს (აღმოსავლეთი ნიშები), უმეტესად ტრადიციულია ჩუქურთმის სახეებიც, მაგრამ მორთულობა მოკლებულია მთლიანობას და ორგანულად ვერ უკავშირდება არქიტექტურას.