ბარამიძე, გიორგი
ვიკიპედიიდან
გიორგი ბარამიძე (დ. 5 იანვარი, 1968, თბილისი) - ქართველი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში 2004 წლის დეკემბრიდან.
[რედაქტირება] განათლება
- 1984 - დაამთავრა თბილისის 23 -ე საშუალო სკოლა.
- 1992 - დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი.
- 1995, თებერვალი-ივნისი - სწავლობდა გერმანიაში ჯორჯ მარშალის სახელობის ევროპის უსაფრთხოების საკითხთა და თავდაცვის ეკონომიკის ცენტრში.
- 1998 – 1999 - სწავლობდა აშშ-ში ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის საგარეო სამსახურის სკოლაში, როგორც უნივერსიტეტის მკვლევარი.
[რედაქტირება] პოლიტიკური მოღვაწეობა
- 1989 – 1994 - საქართველოს მწვანეთა პარტიის წევრი.
- 1991 – 1992 - მუშაობდა საქართველოს მწვანეთა მოძრაობის აღმასრულებელ მდივნად.
- 1995 – 2002 - საქართველოს მოქალაქეთა კავშირის წევრი.
- 2002-დან - გაერთიანებული დემოკრატების" პოლიტიკური საბჭოს წევრი.
[რედაქტირება] შრომითი საქმიანობა
- 1992, ივნისი – ოქტომბერი - საქართველოს რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათშორისო ურთიერთობის კომიტეტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილედ, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა დაცვის განყოფილების უფროსად.
- 1992 – 1995 - საქართველოს პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნულ უმცირესობათა საქმეების კომისიის მდივანია.
- 1995 – 1999 - საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირის" თავმჯდომარე და კორუფციასთან ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე.
- 1999 – 2003 - საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ნდობის ჯგუფის წევრთა და ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატების" თავმჯდომარეა.
- 2003, ნოემბერი – 2004, ივნისი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
- 2004, ივნისი – დეკემბერი - საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
- 2004, დეკემბერი - დაინიშნა სახელმწიფო მინისტრად.