ოქტომბერი
ვიკიპედიიდან
<< | ოქტომბერი | >> | ||||
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 | |||
2007 |
ოქტომბერი (ლათინურად, October) არის გრიგორიანული კალენდრის მეათე თვე. მასში 31 დღეა.
სახელი ეწოდა იმ ფაქტის გამო, რომ იგი იყო მერვე თვე რომაული კალენდრისა (ლათინურად octem - რვა), როდესაც წელი იწყებოდა მარტში. ოქტომბრის ძველქართული სახელწოდებაა ღვინობისთვე.
ოქტომბერი არის შემოდგომის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და გაზაფხულისა - სამხრეთ ნახევარსფეროში.
ოქტომბრის ზოდიაქოს ნიშნებია სასწორი და ღრიანკალი. ოქტომბერი ყოველთვის იწყება კვირის იმავე დღეს, რითაც იანვარი, გარდა ნაკიანი წლისა.
[რედაქტირება] ოქტომბრის მოვლენები
- ძვ. წ. 538 : სპარსეთის მეფე სირიუსი შედის ქალაქ ბაბილონში; ათავისუფლებს 70 წლის განმავლობაში დევნილ ებრაელებს და აკეთებს ისტორიაში პირველ ადამიანთა უფლებების დეკლარაციას
- ძვ. წ. 331 : გაუდამელას ბრძოლაში ალექსანდრე მაკედონელმა დაამარცხა სპარსეთის მეფე დარიოს I
- 1582 : რომის პაპმა გრეგორიუს XIII-მ შემოიღო გრიგორიანული კალენდარი. იტალიაში, პოლონეთში, პორტუგალიასა და ესპანეთში ამ წლის 4 ოქტომბერს უშუალოდ მოჰყვა 15 ოქტომბერი
- 1604 : კეპლერის ვარსკვლავი - გერმანელი ასტრონომი იაჰანნეს კეპლერი აკვირდება განსაკუთრებით კაშკაშა ვარსკვლავის გაჩენას ოფიუხუსის კონსტელაციის არეში. ეს მოვლენა მიჩნეულია ჩვენს გალაქტიკაში (რძიანი გზა) სუპერნოვას ბოლო მოვლენად
- 1800 : ესპანეთმა საფრანგეთს გადასცა ლუიზიანა
- 1822 : ბრაზილია დამოუკიდებელი გახდა პორტუგალიისაგან
- 1888 : თომას ედისონი აპატენტებს ოპტიკურ ფონოგრაფს (პირველი ფილმი)
- 1905 : ნორვეგია დამოუკიდებელი გახდა შვედეთისაგან
- 1923 : გამოცხადდა თურქეთის რესპუბლიკა. მისი პირველი პრეზიდენტი გახდა ქემალ ათათურქი
- 1932 : გამოცხადდა ერაყის დამოუკიდებლობა
- 1946 : ჩამოახრჩვეს ნიურნბერგის პროცესში ბრალდადებული ათი სამხედრო დამნაშავე
- 1949 : მაო ძე-დუნმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გამოაცხადა
- 1957 : სპუტნიკ 1 გაშვებულია ორბიტაზე–კოსმოსური ერის დასაწყისი
- 1960 : გამოცხადდა ნიგერიის დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისაგან
- 1964 : ჩრდილოეთ როდესიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისაგან და გახდა ზამბიის რესპუბლიკა
- 1970 : ფიჯიმ დამოუკიდებლობა მიიღო
- 1988 : სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნულ იქნა მიხაილ გორბაჩოვი
- 1990 : გამოცხადდა გერმანიის გაერთიანება
- 1990 : საქართველოში ჩატარდა პირველი დემოკრატიული, მრავალპარტიული, არასაბჭოთა საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო"
- 1995 : "მაიკროსოფტმა" გამოუშვა Windows 95
[რედაქტირება] იხილეთ სხვა თვეები
იანვარი | თებერვალი | მარტი | აპრილი | მაისი | ივნისი | ივლისი | აგვისტო | სექტემბერი | ოქტომბერი | ნოემბერი | დეკემბერი |