ბასაევი, შამილ
ვიკიპედიიდან
შამილ ბასაევი (რუს.: Шамиль Салманович Басаев) (* 14 იანვარი, 1965, ვედენო, ჩეჩნეთი ― † 10 ივლისი, 2006, ინგუშეთი) - ჩეჩენი დამოუკიდებლობის მომხრე ვიცე-პრეზიდენტი, არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერი, თვითგამოცხადებული ტერორისტი, ჩეჩნეთის ყველაზე განთქმული თანამედროვე ეროვნული გმირი (ინგლ. ვიკიპედიაზე დაყრდნობით). 2003 წლიდან ბასაევი იყენებდა ფსევდონიმს და წოდებას: შამილ აბუ-იდრის, შაჰიდთა ბრიგადის 'რიადუს სალიჰიინ’ ამირი.
შამილ ბასაევი იყო პასუხისმგებელი მრავალი ტერორისტული თავდასხმის რუსეთსა და მის შემოგარენში, მათ შორის ყველაზე ცნობილია მოსკოვის თეატრის ალყა და ბესლანის სკოლის ალყა, და ის ითვლებოდა ჩეჩენთა წინააღმდეგობის მოძრაობის რადიკალური ფრთის უპირობო ლიდერად. მიღებული აქვს იჩქერიის ჩეჩნეთის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდოები: ”კ’ომან სი” (ერის პატივი) და ”კ’ომან ტურპალ” (ერის გმირი). სევე მინიჭებული ჰქონდა იჩქერიის გენერალ-ბრიგადირის ტიტული.
შამილ ბასაევს ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით (წყარო მისათითებელია) მონაწილეობა უნდა ჰქონოდა მიღებული 1992-93 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტში. ამავე წყაროების მიხედვით ის მეთაურობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს წინაარმდეგ მოქმედ ჩეჩნურ შეიარაღუბულ დაჯგუფებებს.