ბაქრაძე, ალექსანდრე
ვიკიპედიიდან
ალექსანდრე კონსტანტინეს ძე ბაქრაძე (* 5 მაისი, 1925, ქუთაისი), ქართველი არქიტექტორი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1971).
1955 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, 1971-იდან იქვე ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას, 1972-იდან დეკორაციულ-გამოყენებითი ხელოვნების კათედრის გამგეა. ბაქრაძის მთავარი ნამუშევრებია: საცხოვრებელი სახლი ბარნოვის ქუჩაზე (1958), ობელისკი-შემოსასვლელი თბილისის 1500 წლისთავის აღსანიშნავად (1958), 300 არაგველის მემორიალი, სასტუმრო "ივერიის" რესტორნის მთავარი და აღმოსავლური დარბაზები და ღამის ბარი (1967), სასტუმრო "თბილისის" ღამის კლუბი "მუხამბაზი" (1973, ყველად თბილისი), სამამულო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი (1966, ქ. სიღნაღი).