ქუთაისი
ვიკიპედიიდან
სიტყვას "ქუთაისი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ქუთაისი (მრავალმნიშვნელოვანი). |
ქუთაისი – ქალაქი საქართველოში, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე რიონზე. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1811 წელს, თუმცა უფრო ადრინდელ პერიოდში (730 წ., 980-1072 წწ.) იგი მოიხსენიება საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქთა რიცხვში. მოსახლეობა 186 ათასი (2002 წ.). ქუთაისი მნიშვნელობით საქართველოს მეორე სამრეწველო და კულტურული ქალაქია. აქ მდებარეობდა მძიმე, მსუბუქი და კვების მრეწველობის მრავალი საწარმო, კულტურის ობიექტები: უნივერსიტეტი, ინსტიტუტები, თეატრები, გალერეები.
ქუთაისის დოკუმენტური ისტორია იწყება ძვ.წ. III საუკუნიდან, თუმცა ანტიკური ავტორები მას თვლიან ძველი კოლხეთის სამეფოს (ძვ.წ. VIII ს.) დედაქალაქად. ქუთაისის ძველი სახელებია: აია, ქუთაია, ქუთათისიუმი. საუკუნეების განმავლობაში, VIII-დან XIX სს-მდე, დასავლეთქართული სახელმწიფოს (მოგვიანებით იმერეთის სამეფოს) ცენტრი. 1810-1917 წლებში ქუთაისი რუსეთის იმპერიაში შედიოდა.
შუა საუკუნეებში ქუთაისის სახელი უკავშირდებოდა დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას, ახალ ეპოქაში – ა.წერეთლის, ზ.ფალიაშვილის, კ.მარჯანიშვილის საქმიანობას. ქუთაისის და მისი შემოგარენის მთავარი ღირშესანიშნაობანია: ბაგრატის ტაძრის ნანგრევები (XI ს.), გელათის მონასტერი (XII ს.), გეგუთის ციხე (XII ს.), სათაფლიის მღვიმური ნაკრძალი, ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო. ქუთაისში არის ქუთაის-გაენათის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
იმერეთის მხარე | |
ქუთაისი | ბაღდათის რაიონი | ვანის რაიონი | ზესტაფონის რაიონი | თერჯოლის რაიონი | სამტრედიის რაიონი | საჩხერის რაიონი | ტყიბულის რაიონი | ჭიათურის რაიონი | წყალტუბოს რაიონი | ხარაგაულის რაიონი | ხონის რაიონი |