ბაღდადი (თავსაბურავი)
ვიკიპედიიდან
ბაღდადი, ქართველი ქალის თავსაბურავის ერთ-ერთი ელემენტი XIX საუკუნეში. ბაღდადი ოთხკუთხა მოყვანილობის სადა ან სახეებიანი აბრეშუმის ქსოვილის თავსაფარია, ზოგჯერ ფოჩებიანი. მეტწილად ხმარობდნენ უქმე დღეებში. უბეურად მოკეცილ ბაღდადს ლეჩაქის ზემოდან მოიხვევდნენ. მისი სახელწოდება ქ. ბაღდადთან უნდა იყოს დაკავშირებული, საიდანაც ძველად შემოჰქონდათ ძვირფასი თავსაფრები. ბაღდადი ეწოდებოდა აგრეთვე მამაკაცის დიდ ხელსახოცს.