ბაღდადი
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "ბაღდადი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ბაღდადი (მრავალმნიშვნელოვანი) |
ბაღდადი, ერაყის დედაქალაქი (1921-იდან) 5.672.516 მცხოვრებით (2005 წლის 1 იანვრის მონაცემებით). გაშენებულია მდინარე ტიგრისის ნაპირებზე, ხმელთაშუაზღვისპირეთისა და ცენტრალური და სამხრეთი აზიის ქვეყნების დამაკავშირებელ გზაჯვარედინზე.
ბაგდადი დააარსა ხალიფა მანსურმა 762 წელს და აქცია აბასიანთა სახალიფოს დედაქალაქად. ეწოდებოდა მადინათ ას-სალამი (მშვიდობის ქალაქი). სახელწოდება "ბაღდადი" ყველაზე გავრცელებული ვერსიის მიხედვით, წარმოდგება ორი ძველი სპარსული სიტყვისაგან "ბაგა" - ღმერთი და "დად" - ნაბოძები, ე. ი. "ღვთის ნაბოძები". ფიქრობენ, რომ ჯერ კიდევ ძვ. წ. XIX-XVIII საუკუნეებში არსებობდა ბაღდადის დასახლება.