ბემბი
ვიკიპედიიდან
ბემბი (Bambi) დისნეის სერიული ანიმაციური ფილმების მეხუთე გამოშვება, თეატრებში პირველად 1942 წლის 13 აგვისტოს გამოვიდა. პროდიუსერი უოლტ დისნეი. ფილმის სიუჟეტი ეფუძნება 1923 წელს გამოცემულ წიგნს "ტყის ცხოვრება" (A Life in the Woods), ავსტრიელი მწერლის ფელიქს სალტენის მიერ. მთავარი გმირები არიან ბემბი, შვლის ნუკრი, ტყის უფლისწული; მისი მშობლები, ტყის დიდი უფლისწული და მისი უსახელო დედა; და მისი მეგობრები თამპერი, კურდღელი; ფლაუერი, წავი; და მისი ბავშვობის მეგობარი და მომავალი წყვილი, ფელინი, შველი. ფილმისთვის დისნეიმ ბემბი ბუნებრივი შველისგან თეთრ-კუდა ირმად გადააკეთა, რათა უფრო გამოეკვეთა იგი ტყის ფერად ფონზე.