ბოხმეჭასებრნი
ვიკიპედიიდან
ბოხმეჭასებრნი (Anguidae), ქვეწარმავლების ოჯახი ხვლიკისნაირთა რიგისა. ზოგიერთ სახეობას ხვლიკებისათვის დამახასიათებელი აგებულება აქვს, ზოგს - გველისებრი, ზოგს კი მეტად პატარა, განუვითარებელი კიდურები და მეტ-ნაკლებად წაგრძელებული სხეული. ენა ორკაპა აქვთ, ქუთუთოები კარგად განვითარებული და მოძრავი. ცნობილია 7 გვარის 60-მდე სახეობა. უმეტესად გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში. საყურადღებოა ალიგატორისებრი ხვლიკის ანუ გერონოტის (Gerrhonotus) გვარი, რომლის წარმომადგენლებს კარგად განვითარებული კიდურები აქვთ. გვხვდებიან ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში 2 გვარია - ბოხმეჭა (Anguis fragilis) და გველხოკერა (Ophisaurus apodus), რომლებიც თითო სახეობით არიან წარმოდგენილი.