ბოხმეჭა
ვიკიპედიიდან
ბოხმეჭა, მყვრელი (Anguis fragilis), უფეხო ხვლიკი ბოხმეჭასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 60 სმ აღწევს. ზურგის მხარე მურა-ყავისფერია, მუცლისა - მოშავო. გავრცელებულია მთელ ევროპაში, კავკასიაში, დასავლეთ ციმბირში, მცირე აზიაში, ჩრდილოეთ ირანსა და ალჟირში. საქართველოში თითქმის ყველგანაა. უფრო ტყეებში ცხოვრობს. ცოცხლადმშობია. იკვებება მწერებით, მრავალფეხიანებით, ლოკოკინებით. მავნებლების განადგურებით მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს.