ბრეჟნევი, ლეონიდ
ვიკიპედიიდან
ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევი (რუს. Брежнев, Леонид Ильич; ( * 1 იანვარი, 1907/19 დეკემბერი, 1906, ქ. კამენსკოე, ამჟამად დნეპროძერჟინსკი (უკრაინა) ― † 10 ნოემბერი, 1982, მოსკოვი) - საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი (1964-იდან), ხოლო 1966 წლიდან გენერალური მდივანი და სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე 1960-1964 წლებში და 1977-1982 წლებში.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
ლეონიდ ბრეჟნევი დაიბადა სოფ. კამენსკოეში, მუშა-მეტალურგის ოჯახში. შრომითი ცხოვრება 15 წლისამ დაიწყო. 1927 წელს დაამთავრა კურსკის სამიწათმომწობო-სამელიორაციო ტექნიკუმი. 1923 წელს შევიდა კომკავშირში, 1931 წელს სკკპ რიგებში.
[რედაქტირება] სამხედრო და პარტიული მოღვაწეობა
1923-1936 წლებში ბრეჟნევი იყო წითელი არმიის სამხედრო სამსახურში. საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის (1941-1945) პირველივე დრეებიდან იგი პოლიტიკურ და ორგანიზატორულ მუშაობას ეწეოდა მოქმედ არმიაში, ხოლო სამამულო ომის დამთავრების შემდეგ იგი ხელმძღვანელ პარტიულ სამუშაოზეა. 1946 წლის აგვისტოდან იყო უკრაინის კპ-ის ზაპოროჟიეს, 1947 წლის ნოემბრიდა - დნეპროპეტროვსკის საოლქო კომიტეტების პირველი მდივანი, 1950-1952 წლებში მოლდავეთის კპ ცკ-ის პირველი მდივანი. XIX ყრილობაზე ბრეჟნევი აირჩიეს სკკპ ცკ-ის წევრად, სკკპ ცკ-ის 1952 წლის ოქტომბრის პლენუმზე - სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმის წევრობის კანდიდატად და სკკპ ცკ-ის მდივნად. 1952-1954 წლებში გენერალ-ლეიტენანტის წოდებით მუშობდა საბჭოთა არმიისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარი პოლიტსამმართველოს უფროსის მოადგილედ. 1954 თებერვლიდან ყაზახეთის კპ ცკ-ის მეორე, ხოლო 1955 აგვისტოდან პირველი მდივანია.