ბრუნო, ჯორდანო
ვიკიპედიიდან
ჯორდანო ფილიპო ბრუნო (* 1548, ნოლა ― † 17 თებერვალი, 1600, რომი), იტალიელი ფილოსოფოსი და პოეტი, დომინიკანელთა ორდენის წევრი, პანთეიზმის წარმომადგენელი.
1592 წელს ეკლესიის მსახურებმა ბრალად დასდეს ერეტიკოსობა და თავისუფალი აზროვნება, 8 წელი ციხეში ჰყავდათ და შემდეგ კოცონზე დაწვეს.
ბრუნომ თავისი ფილოსოფიური შეხედულებები ჩამოაყალიბა შრომებში: "მიზეზის, საწყისისა და ერთიანის შესახებ", 1584; "მონადის, რიცხვისა და ფიგურის შესახებ", 1591; "განუზომლისა და ურიცხვის შესახებ", 1591.
ეს არის სტატიის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ვიკიპედიას და შეავსოთ იგი. |