ბუენა ვისტას სოციალური კლუბი
ვიკიპედიიდან
ბუენა ვისტას სოციალური კლუბი — იყო მუსიკალური კლუბი ჰავანაში, კუბა, რომელმაც პოპულარობის პიკს 1940-იან წლებში მიაღწია. 1990-იან წლებში რაი კუდერის ინიციატივით გამოვიდა ამავე სახელწოდების კინოფილმი მუსიკოსებზე, რომლებიც ამ კლუბში ასრულენდენ და მათ მუშაობაზე 1997 წლის ერთობლივ ალბომზე. კინოფილმსაც და ალბომს არნახული პოპულარობა ჰქონდა აშშ-სა და ევროპაში, რამაც კუბური მუსიკის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი. პირველ ალბომს შემდგომში იმავე სახელწოდებით რამდენიმე სხვა დისკიც მოჰყვა.
კლუბის წევრები იყვნენ:
- ხუან დე მარკოს გოზალესი
- იბრაჰიმ ფერერი
- რუბენ გონზალესი
- კომპაი სეგუნდო
- რაი კუდერი
- პიო ლეივა
- მანუელ "პუნტილიტა" ლიცეა
- ორლანდო "კაჩაიტო" მირაბალი
- ელიადეს ოჩოა
- ომარა პორტუონდო
- ბარბარიტო ტორესი
- ამადიტო ვალდესი
- ხოაკიმ კუდერი
- ნიკ გოლდი