გიორგი მაწყვერელი
ვიკიპედიიდან
გიორგი მაწყვერელი, აწყურის ეპისკოპოსი X საუკუნის I მესამედში. "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში" იმ ცნობილ საეკლესიო მოღვაწეთა შორისაა მოხსენებული, რომლითაც, გიორგი მერჩულეს რწმენით, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღწერა შეჰფეროდათ. კ. კეკელიძის აზრით გიორგი მაწყვერელი თავისი დროისათვის ცნობილი მწერალი უნდა ყოფილიყო, თუმცა მის თხზულებათაგან ჩვენამდე არაფერი შემონახულა.