გონკურის პრემია
ვიკიპედიიდან
გონკურის პრემია (Le prix Goncourt)- საფრანგეთის ლიტერატურული პრემია, დაარსებული ედმონ დე გონკურის ანდერძის თანახმად.
გონკურის ლიტერატურული საზოგადოება ოფიციალურად ჩამოყალიბდა 1902 წელს. პირველი პრემია გადაცემულ იქნა 1903 წლის 21 დეკემბერს. ეს არის ყველაზე პრესტიჟული ფრანგული პრემია, რომლითაც ჯილდოვდება წლის საუკეთესო რომანი. პრემიის თანხა სიმბოლურია და მხოლოდ 10 ევროს შეადგენს, მაგრამ მთავარი ის პოპულარობაა, რაც პრემიის მფლობელს თითქმის გარანტირებული აქვს.
გონკურის აკადემიის წევრები ყოველი თვის პირველ სამშაბათს, პარიზში, რესტორან დრუანის პირველ სართულზე თავიანთ სალონში იკრიბებიან. ლაურეატის ვინაობა ცხადდება 3 ნოემბერს. პრემია ერთ მწერალს მხოლოდ ერთხელ შეიძლება გადაეცეს. თუმცა, ყოფილა გამონაკლისიც, 1956 წელს იგი მიიღო რომენ გარიმ რომანისთვის ცის ფესვები, 1975 წელს კი იმავე მწერალმა ემილ აჟარის ფსევდონიმით რომანისთვის ცხოვრება შენს წინ.
[რედაქტირება] გონკურის პრემიის ლაურეატები
- 1903 - ნო, ჯონ ანტუან, მტრული ძალა
- 1904 - ფრაპიე, ლეონ, მშობლიური
- 1905 - ფერერი, კლოდ, ცივილიზირებულები
- 1906 - ჟერომ და ჟან ტაროდები, დინგლეი, გამოჩენილი მწერალი
- 1907 - მოსელი, ემილ, ნოველები.
- 1908 - მიომადრი, ფრანსი დე, წყალზე ნაწერი
- 1909 - მარიუსი და ანი დებლონები, საფრანგეთში
- 1911 - შატობრიანი, ალფონს დე, ბატონი დე ლურდინები
- 1912 - სავინიონი, ანდრე, წვიმის ქალიშვილები
- 1913 - ელდერი, მარკ, ზღვის ხალხი
- 1914 - ბერტრანი, ადრიენ, მიწის ძახილი
- 1915 - ბენჟამენი, რენე, გასპარი
- 1916 - ბარბიუსი, ანრი, ცეცხლი
- 1917 - მალერბი, ანრი, ალი მუჭში
- 1918 - დუამელი, ჟორჟ, ცივილიზაცია
- 1919 - პრუსტი, მარსელ, ყვავილებიანი გოგონების ჩრდილში
- 1920 - პეროშონი, ერნესტ, ნენე
- 1921 - მარანი, რენე, ბატუალა
- 1922 - ბერო, ანრი,
- 1923 - ფაბრი, ლუსიენ
- 1924 - სანდრი, ტიერი, განსაწმენდელი, თავი XIII
- 1925 - ენევუა, მორის, რაბოლიო
- 1926 - დებერლი, ანრი, ფედრას მუდარა
- 1927 - ბედელი, მორის, ჟერომი 60° ჩრდილოეთ დონეზე
- 1928 - კონსტანტენ ვეიერი, მორის, კაცი ფიქრობს თავის წარსულზე
- 1929 - არლანი, მარსელ, წესრიგი
- 1930 - ფოკონიე, ანრი, ტკივილი
- 1931 - ფეიარი, ჟან, სიყვარულის ტკივილი
- 1932 - მაზელინი, გი, მგლები
- 1933 - მალრო, ანდრე, ადამიანური მდგომარეობა
- 1934 - ვერსელი, როჟე, კაპიტანი კონანი
- 1935 - პეირე, ჟოზეფ, სისხლი და სინათლეები
- 1936 - ვან დერ მეეში, მაქსანს, ღვთის კვალი
- 1937 - პლისნიერი, შარლ, ყალბი პასპორტები
- 1938 - ტროია, ანრი, აბლაბუდა
- 1939 - ერია, ფილიპ, განებივრებული ბავშვები
- 1940 - ამბრიერი, ფრანსის, დიდი არდადეგები
- 1941 - პურა, ანრი, მარტის ქარი
- 1942 - ბერნარი, მარკ, ბავშვების მსგავსად
- 1943 - გრუ, მარიუს, ადამიანის გავლა
- 1944 - ტრიოლე, ელზა
- 1945 - ბორი, ჟან-ლუი, ჩემი სოფელი გერმანულ დროში
- 1946 - გოტიე ჟან-ჟაკ, საინტერესო ამბავის ისტორია
- 1947 - კურტისი, ჟან ლუი, ღამის ტყეები
- 1948 - დრუონი, მორის, დიდი ოჯახები
- 1949 - მერლი, რობერი, უიკენდი ზუიდკუტში
- 1950 - კოლენი, პოლ, ველური თამაშები
- 1951 - გრაკი, ჟულიენ, სირტის ნაპირები, პრემიაზე ავტორმა უარი განაცხადა.
- 1952 - ბეკი, ბეატრიზ, ლეონ მორენი, მღვდელი
- 1953 - გასკარი, პიერ, სულელები
- 1954 - ბოვუარი, სიმონ დე, მანდარინები
- 1955 - იკორი, როჟე, შერეული წყლები
- 1956 - გარი, რომენ, ცის ფესვები
- 1957 - ვაიანი, როჟე, კანონი
- 1958 - უალდერი, ფრანსის, სენ ჟერმენი ანუ მოლაპარაკება
- 1959 - შვარც-ბარტი, ანდრე, უკანასკნელი წმინდანი
- 1960 - ორია, ვინტილა, ღმერთი გადასახლებაში დაიბადა
- 1961 - კო, ჟან, ღვთის სიბრალული
- 1962 - ლანგფუსი, ანა, ქვიშის ბარგი
- 1963 - ლანუ, არმან, ზღვის მიქცევისას
- 1964 - კონშონი, ჟორჟ, ველური სახელმწიფო
- 1965 - ბორელი, ჟაკ, გაღმერთება
- 1966 - შარლე-რუ, ედმონ, პალერმოს დავიწყება
- 1967 - მანდიარგი, ანდრე პიეირ დე, არე
- 1968 - კლაველი, ბერნარ, ზამთრის ხილი
- 1969 - მარსო, ფელისიენ, Creezy
- 1970 - ტურნიე, მიშელ
- 1971 - ლორანი, ჟაკ, სისულელეები
- 1972 - კარიერი, ჟან
- 1973 - შესე, ჟაკ
- 1974 - ლენე, პასკალ, მემაქმანე
- 1975 - აჟარი, ემილ, ცხოვრება შენს წინ
- 1976 - გრენვილი, პატრიკ, აალებულები
- 1977 - დეკოენი, დიდიე, ჯონი ჯოჯოხეთი
- 1978 - მოდიანო, პატრიკ, ბნელი ჯიხურების ქუჩა
- 1979 - მაილე, ანტონინ
- 1980 - ნავარი, ივ, აკლიმატიზაციის ბაღი
- 1981 - ბორარი, ლუსიენ, ანა მარია
- 1982 - ფერნანდეზი, დომინიკ, ანგელოზის ხელში
- 1983 - ტრისტანი, ფრედერიკ, გზააბნეულები
- 1984 - დიურასი, მარგერიტ, საყვარელი
- 1985 - კეფელეკი, იან, ბარბაროსული ქორწინება
- 1986 - ჰოსტი, მიშელ, ღამის ლაქია
- 1987 - ბერ ჟელუნი, ტაარ, წმინდა ღამე
- 1988 - ორსენა, ერიკ, კოლონიური ექსპოზიცია
- 1989 - ვოტრენი, ჟან, ნაბიჯი კეთილი უფლისაკენ
- 1990 - რუო, ჟან, პატივის ველები
- 1991 - კომბესკო, პიერ, კალვერის ქალიშვილები
- 1992 - შამუაზო, პატრიკ, ტექსაკო
- 1993 - მაალუფი, ამინ, ტანიოს კლდე
- 1994 - კოველერტი, დიდიე ვარ, წასვლა
- 1995 - მაკინი, ანდრეი, ფრანგული ანდერძი
- 1996 - როზე, პასკალ, მონადირე ზერო
- 1997 - რამბო, პატრიკ, ბრძოლა
- 1998 - კონსტანი, პოლ, განდობა განდობისთვის
- 1999 - ეშენო, ჟან, მივდივარ
- 2000 - შული, ჟან-ჟაკ, ინგრიდ კავენი
- 2001 - რუფენი, ჟან-კრისტოფ, რუჟ ბრეზილი
- 2002 - კინიარი, პასკალ, მოხეტიალე ჩრდილები
- 2003 - ამეტი, ჟაკ პიერ, ბრეხტის საყვარელი
- 2004 - გოდე, ლორან, სკორტას მზე
- 2005 - ვეიერგანი, ფრანსუა, სამი დღე დედაჩემთან