გორული
ვიკიპედიიდან
გორული, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ისტორიულ ქვემო ქართლში, სოფ. ოფრეთის ახლოს (მარნეულის რაიონი). შემორჩენილია კოშკი (ვარაუდით XVII ს.), საცხოვრებელ ნაგებობათა ნანგრევები, ორი ეკლესია, ერთია ნატეხი ქვით ნაშენი ერთნავიანი ღვთისმშობლის ეკლესია (ახლანდელი მოსახლეობა მას "წმ. ნიკოლოზს" უწოდებს). წარწერის თანახმად ეკლესია აგებულია XVII საუკუნის II ნახევარში. შიგნით აღმოსავლეთ მხარეს ნახევარწრიული აფსიდი აქვს; სამხრეთი, დასავლეთი და ჩრდილოეთი კედლები დანგრეულია; შესაძლებელია ჰქონდა ეგვტერები და კარიბჭე. მეორე ეკლესიაც ერთნავიანია, ჩრდილოეთ მხარეს აქვს პატარა მინაშენი. იგი XVI-XVII საუკუნეებს მიეკუთვნება.