მარნეულის რაიონი
ვიკიპედიიდან
მარნეულის რაიონი არის ადმინისტრაციული რაიონი ქვემო ქართლის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრაში შედიოდა, 1917-30 წლებში - თბილისის ოლქში. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მარნეული.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბუნება
მდებარეობს ქვემო ქართლის ვაკეზე. ტერიტორია - 935 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 610 კვ.კმ. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები მტკვარი, ხრამი, დებედა, ალგეთი.
[რედაქტირება] მოსახლეობა
მოსახლეობის რიცხოვნობა - 118 ათასი კაცი; სიმჭიდროვე - 126 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 72 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 1 დაბა და 70 სოფელი. დიდი სოფლებია: ალგეთი 5,0 ათასი მოსახლე, სადახლო - 9,5 ათასი, ყიზილ-აჯლო - 7,1 ათასი.
[რედაქტირება] მმართველობა
რაიონის წარმომადგენლობითი ორგანოა რაიონის საკრებულო, ხოლო აღმასრულებელო ორგანო - გამგეობა. რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებია:
- ქალაქის საკრებულო - 1: მარნეული;
- დაბის საკრებულო - 1: შაუმიანი;
- თემის საკრებულო - 15: ალგეთის თემი, ახქერფის თემი, დამია-გიურარხის თემი, თამარისის თემი, კასუმლოს თემი, წერეთლის თემი, ოფრეთის თემი, სადახლოს თემი, კაპანხჩის თემი, ქურთლიარის თემი, ყაჩაღანის თემი, ყულარის თემი, შულავერის თემი, წერაქვის თემი, ხოჯორნის თემი.
- სოფლის საკრებულო - 1: ყიზილაჯლო.
[რედაქტირება] ეკონომიკა
წამყვანი დარგებია მარცვლეულის მეურნეობა, მებოსტნეობა, მეთამბაქოეობა, მევენახეობა, ეთერზეთოვანი კულტურების მეურნეობა, სახორცე-სარძევე-სამატყლე მიმართულების მიმართულების მეცხოველეობა. მარნეულის რაიონის მრეწველობა ძირითადად ემყარება ადგილობრივ მინერალურ ნედლეულსა და სასოფლო-სამერნეო ნედლეულს. მარნეულის რაიონის ტერიტორიაზე გადის თბილის-ერევნის რკინიგზის ხაზი.
[რედაქტირება] კულტურა
რაიონში 87 სახელმწიფო და 1 არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 4 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 4 უმაღლესი სასწავლებელი, 67 ბიბლიოთეკა, 2 თეატრი და 2 მუზეუმი. მარნეულიდან მაუწყებლობს ტელერადიო კომპანია ”ალგეთი”.
[რედაქტირება] ღირშესანიშნაობანი
ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი, ოფრეთის ნაქალაქარი, წოფის ეკლესია, ხოჟორნის სამონასტრო კომპლექსი.
ქვემო ქართლის მხარე | |
რუსთავი | ბოლნისის რაიონი | გარდაბნის რაიონი | დმანისის რაიონი | თეთრი წყაროს რაიონი | მარნეულის რაიონი | წალკის რაიონი |