გუარამი
ვიკიპედიიდან
გუარამი, გვარამი, ქართლის პირველი ერისმთავარი მეფობის გაუქმების (523) შემდეგ. არსებობს მოსაზრება, რომ გუარამი უნდა იყოს VI საუკუნის 70-იან წლებში ირანის წინააღმდეგ მომხდარი აჯანყების მეთაური გურგენი (გურგენის აჯანყება VI საუკუნის 70-იანი წლებისა). ჯუანშერის ცნობით, გუარამი იყო ვახტანგ გორგასლის შვილიშვილი, რომელსაც ქართლის ერისთავების თხოვნით ბიზანტიის კეისარმა კურაპალატობა მიანიჭა და ქართლის მეფედ დანიშნა. "მოქცევაჲ ქართლისაჲს" ცნობით, გუარამი ქართლის ერისთავებმა ერისმთავრად. სუმბატ დავითის ძე გუარამს თვლის ქართველ ბაგრატიონთა მამათავრად. წყაროების საერთო მოწმობით, გუარამმა საფუძველი ჩაუყარა მცხეთის ჯვრის ტაძარს.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- საქართველოს ისტორიის ნარკვევეი. ტ. 2, თბ. 1973