და კუნია, ტრისტან
ვიკიპედიიდან
ტრისტან და კუნია (პორტ.: Tristão da Cunha) (* დაახ. 1460, ლისაბონი; † 1540) - პორტუგალიელი ზღვაოსანი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1504 წელს დანიშნულ იქნა პორტუგალიის პირველ ვიცემეფედ ინდოეთში, მაგრამ დრებით სიბრმავის გამო ეს პოსტი არ დაუკავებია. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მოგზაურობა იყო 1506 წელს, როცა მან 15 გემისაგან შემდგარი ფლოტით ინდოეთისაკენ მიმავალი სამხრეთული გზის გასწვრივ მნიშვნელოვანი გეოგრაფიული გამოკვლევები და აღმოჩენები ჩაატარა. მან აღმოჩინა კუნძულთა ჯგუფი ატლანტის ოკეანეში, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს - ტრისტან და კუნია, იმავე წელს არაბებს წაართვა კუნძული სოკოტრა, შეამცირა მათი გავლენა მადაგასკარზე, მოზამბიკზე, ბრავაზე და მიაღწია ინდოეთს. 1514 წელს შინ დაბრუნებული ტრისტან და კუნია რომის პაპ ლეო X-ის დიპლომატი გახდა და დანიშნულ იქნა პორტუგალიის მეფის მანუელ I-ის საიდუმლო მრჩევლად.
მის ვაჟი იყო ნუნო და კუნია