პორტუგალია
ვიკიპედიიდან
|
|||||
დევიზი: არა აქვს |
|||||
სახელმწიფო ენა | პორტუგალიური | ||||
დედაქალაქი | ლისაბონი | ||||
პრეზიდენტი | ანიბალ კავაკუ სილვა | ||||
პრემიერ-მინისტრი | ჟოზე სოკრატესი | ||||
ფართობი - ხმელეთი - ზღვა |
სიდიდით 109-ე 92,391 კვ.კმ 0,5% |
||||
მოსახლეობა - რაოდენობა - სიმჭიდროვე |
სიდიდით --ე 10,524,000 114/კმ² |
||||
ვალუტა | ევრო (EUR) | ||||
დროის ზონა | დზკ +0 (ზდ +1) | ||||
სახელმწიფო ჰიმნი | - A Portuguesa | ||||
ინტერნეტის დომენი | .pt | ||||
სატელეფონო კოდი | 351 |
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: ქართულად - პორტუგალიის რესპუბლიკა; პორტუგალიურად - Portugal; República Portuguesa.
- ეტიმოლოგია - სახელი მომდინარეობს ქალაქ პორტუსაგან, რომლის ძველი ლათინური სახელია Portus Galle, ანუ “გალების (ძველი კელტური ტომის) ნავსადგური”. რომაელები ამ ქვეყანას ლუზიტანიას უწოდებდნენ.
- ქვეყნის კოდი - PT.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, პირენეის ნახევარკუნძულზე. სახმელეთო საზღვარი აქვს ესპანეთთან.
- ფართობი - 92.100 კვ.კმ.
- ბუნება: უმაღლესი მწვერვალი - პონტა დუ პიკო (აზორის კ-ებზე) 2.351, მალიაო და ეშტრელა 1.991; მდინარეები (კმ) - დუერო 195 (სულ 895), ტეჟუ 217 (სულ 1.007); ტბა - ბარაჟემ-დუ-სანტა კლარა; კუნძულები (კვ.კმ) - აზორის კუნძულები 2.247 (მათ შორის: სან-მიგელი 747), მადეირა 794; კლიმატი - ოკეანური (ატლანტიკური).
- ბუნებრივი რესურსები - თევზი, ტყეები, ვოლფრამი, რკინის მადანი, ურანი, მარმარილო, სასოფლო-სამეურნეო მიწები, ჰიდროენერგია.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- პოლიტიკური სისტემა - რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ჟორჟი სამპაიო (Jorge SAMPAIO, 1996).
- საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (230 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა. პორტუგალიის რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის 5 პროვინცია (distrito) - ალენტეჟუ, ალგარვი, ცენტრი, ლისაბონი და ტეჟუს ველი, ჩრდილოეთი და 2 ავტონომიური რაიონი (região autónoma) - აზორის კუნძულები და კუნძული მადეირა.
- ყოფილი კოლონიები. ბრაზილია – 1822-მდე; გოა – ანექსირებულ იქნა ინდოეთის მიერ 1962 წელს; გვინეა-ბისაუ – 1974-მდე; მოზამბიკი, კაბო-ვერდე, სან-ტომე და პრინსიპი, ანგოლა და კაბინდა – 1975-მდე; ტიმორი ანექსირებული იქნა 1976 წელს; მაკაო – 1997 წლამდე.
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა - 10.102 ათასი (2003), მათ შორის 99,4% პორტუგალიელები.
- ენა - პორტუგალიური.
- რელიგია – კათოლიციზმი.
- ქალაქები (ათ.) - ლისაბონი (559, აგლომ. - 2.618), პორტუ (264, აგლომ. - 1.213), ამადორა (176), ბრაგა (114), სეტუბალი (114), კოიმბრა (103), ფუნშალი (103).
[რედაქტირება] ეკონომიკა
პორტუგალია განვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (109 მლრდ $) მას მსოფლიოში 34-ე ადგილი უკავია.
- ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა - 4, მრეწველობა - 36, მომსახურება - 60;
- ე.ე.პ. (1 სულზე) - 11.010 $.
- ექსპორტი - ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პორტვეინი და ღვინოები, თევზის კონსერვები, მანქანათმშენებლობის პროდუქცია.
- ბიუჯეტი - 45,000 მლნ $.
- ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე ესკუდო.
[რედაქტირება] ისტორია
1926-74 წლებში ქვეყანას მართავდნენ დიქტატორები, მხოლოდ რევოლუციის შედეგად გახდა შესაძლებელი დემოკრატიული მმართველობის შემოღება. 1986 წლიდან ევროპის კავშირის წევრია.
[რედაქტირება] მემკვიდრეობა
- არქიტექტურა - იერონიმიტების მონასტერი და ბელემის კოშკი ლისაბონში, ევორას, გიმარაიშის და პორტუს ისტორიული ცენტრები; ალტო დოურუს მეღვინეობის რეგიონი, ქალაქი ანგრა დუ ეროისმუ (აზორის კუნძულებზე), ალკობასას და ბატალიას მონასტრები;
- ლიტერატურა - პორტუგალური ეპოსი: ლუზიადა (1572).
[რედაქტირება] ცნობილი პორტუგალიელები
- მოგზაურები - ვასკო და გამა, ფერნანდო მაგელანი,
- ფილოსოფოსი - ურიელ აკოსტა,
- მწერლები - ლუიშ დე კამოენში, ესა დი კეიროში, ფერნანდო პესოა, ჟოზე სარამაგო
- სპორტსმენები - ეუსებიო, ლუიშ ფიგუ,
- პოლიტიკოსები - ანტონიო სალაზარი, მარიუ სოარეში.
ევროპის ქვეყნები | |
ავსტრია | აზერბაიჯანი | ალბანეთი | ანდორა | ბელგია | ბელარუსი | ბოსნია და ჰერცეგოვინა | ბულგარეთი | გერმანია | დანია | დიდი ბრიტანეთი | ესპანეთი | ესტონეთი | ვატიკანი | თურქეთი¹ | ირლანდია | ისლანდია | იტალია | ლატვია | ლიტვა | ლიხტენშტაინი | ლუქსემბურგი | მაკედონია | მალტა | მოლდოვა | მონაკო | ნიდერლანდები | ნორვეგია | პოლონეთი | პორტუგალია | რუმინეთი | რუსეთი¹ | საბერძნეთი | სან-მარინო | საფრანგეთი | საქართველო | სერბია | მონტენეგრო | სლოვაკეთი | სლოვენია | სომხეთი | უკრაინა | უნგრეთი | ფინეთი | ყაზახეთი¹ | შვეიცარია | შვეცია | ჩეხეთი | ხორვატია | |
დამოკიდებული ტერიტორიები: გერნსი | გიბრალტარი | კუნძული მენი | ფარერის კუნძულები | ჯერსი | |
¹ ნაწილი აზიაშია |