დიალექტიკა
ვიკიპედიიდან
დიალექტიკა (ბერძნ. διαλεκτική, კამათის ხელოვნება) - ტერმინი ფილოსოფიაში, რომელიც სხვადასხვა მნიშვნელობით ანტიკური დროიდან გამოიყენება. შუა საუკუნეებში დიალექტიკა ლოგიკის სინონიმი იყო. მაშინ იგი რიტორიკასთან და გრამატიკასთან ერთად სამ თავისუფალ ხელოვნებას ანუ ტრივიუმს შეადგენდა . როგორც სამყაროს შეცნობის ფილოსოფიური მეთოდი იგი მდგომარეობს თეზისის და ანტითეზისის დაპირისპირებაში.