დიატრიმა
ვიკიპედიიდან
დიატრიმა (Diatryma), ნამარხი მორბენალი ფრინველი დიატრიმების რიგისა. გარეგნობით სირაქლემას წააგავდა. მისი სიმაღლე 2 მ-ს არწევდა. ჰქონდა რედუცირებული ფრთები, ძლიერი, 4-თითიანი ფეხები, შედარებით მოკლე კისერი, მსხვილი თავის და მასიური ნისკარტი.
ცნობილია ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ეოცენური ნალექებიდან.
![]() |
ეს არის სტატიის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ვიკიპედიას და შეავსოთ იგი. |