დ’ესტე, ალფონსო I
ვიკიპედიიდან
ალფონსო I დ’ესტე (იტალ.: Alfonso I d'Este) (* 21 ივლისი 1476, ფერარა; † 31 ოქტომბერი 1534, ფერარა) - იყო ფერარას, მოდენასა და რეჯოს ჰერცოგის ერკოლე I-ის უფროსი ვაჟი. მისი და-ძმები იყვნენ იზაბელა, ბეატრიჩე და იპოლიტო I.
ალფონსო I რომის პაპის არმიათა მთავარსარდალი იყო ვენეციის რესპუბლიკისა და კამბრაის ლიგის წინააღმდეგ ომში.
1491 წლის 12 იანვარს მან იქორწინა ანა სფორცაზე (1473-1497), მილანის ჰერცოგის გალეაცო მარია სფორცას ქალიშვილზე. იგი 1497 წელს მშობიარობას გადაჰყვა. 1502 წლის 2 თებერვალს ალფონსო I-მა მეორედ იქორწინა. ამჯერად ლუკრეცია ბორჯიაზე (1480-1519), პაპ ალექსანდრე VI-ის ქალიშვილზე და ჩეზარე ბორჯიას დაზე, რომელთანაც შეეძინა შვილები:
- ქალიშვილი (დაიბადა მკვდარი) (5 სექტემბერი 1507).
- ერკოლე II (1508-1559) - ჰერცოგი 1534 წლიდან.
- იპოლიტო II (1509-1579) - კარდინალი 1538 წლიდან.
- ალესანდრო (1514-1516).
- ელეონორა (1515-1575) - მონაზონი.
- ფრანჩესკო (1516-1578) – მასას პრინჩიპე.
- ქალიშვილი (დაიბადა მკვდარი) (21 ივნისი 1519).
უკანასკნელ მშობიარობას ლუკრეცია ბორჯია თან გადაყვა. ალფონსო I-მა კი მესამედ იქორწინა, რათა მისი უკვე 2 არაკანონიერი შვილი ლეგიტიმური გამხდარიყო. მეუღლეს ერქვა ლაურა დანტი († 27 ივნისი 1573) და იგი ალფონსოს საყვარელი იყო წლების მანძილზე.
შვილები:
ალფონსო I-ის ცდა უკანონო შვილების ლეგიტიმიზაციისა უშედეგოდ დასრულდა. იგი პაპმა არ აღიარა და როცა ალფონსო II, ალფონსო I-ის შვილიშვილი, 1597 წელს უმემკვიდრეოდ გარდაიცვალა პაპმა კლიმენტი VIII-ემ ჩეზარე დ’ესტეს, მონტეკიოს მარკიზს, მამის ალფონსოს არაკანონიერი დაბადების გამო ფერარას მემკვიდრეობაზე უარი განუცხადა. 1598 წელს ჩეზარემ უარი განაცხადა ფერარაზე და ეს მიწა პაპის ოლქს შეუერთდა.