ეირი, დონ
ვიკიპედიიდან
დონ ეირი | ||
---|---|---|
![]() |
||
ბიო | ||
დაიბადა | 21 ივნისი, 1948 | |
წარმოშობის ადგილი | სანდერლენდი, ინგლისი | |
ჟანრი/ები | ჰარდ როკი | |
აქტივობის წლები | 1974 - დღემდე | |
ვებგვერდი | დონ ეირის ვებ-გვერდი |
დონ ეირი (დაიბადა 1948 წლის 21 ივნისს სანდერლენდში) ინგლისელი მუსიკოსი. მან შეცვალა დიფ ფარფლიდან წასული ჯონ ლორდი. ეირის საკმაოდ ხანგრძლივი და ნაყოფიერი კარიერა ჰქონდა. ის უკრავდა ისეთ ცნობილ ადამიანებსა და ჯგუფებთან, როგორიცაა: გარი მური, ოზი ოზბორნი, ბრიუს დიკინსონი, ჯუდას პრისტი, ბლექ საბათი, ჯეტრო ტალი, ვაითსნეიქი, რეინბოუ, და ა.შ. ის ასევე მუშაობდა ენდრიუ ლოიდ ვებერთან ერთად.
დონ ეირიმ მუსიკისადმი სიყვარული ადრეულ ასაკშივე გამოამჟღავნა. მან შეისწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა. ის სწავლობდა ნოტინგჰემის უნივერსიტეტში. შემდეგ ჩრდილოეთის სამეფო მუსიკალურ კოლეჯში (Royal Northern College of Music), მანჩესტერში. 1974 წელს გადავიდა ლონდონში და კოზი პაუელის ჯგუფ ჰამერს შეუერთდა. 1978 წელს დონი მცირე ხნით ჯგუფ ბლექ საბათში გადავიდა. მან მონაწილეობა მიიღო ალბომ Never Say Die!-ს ჩაწერაში. მალე ის შეუერთდა გიტარისტ რიჩი ბლექმორის ჯგუფ რეინბოუს. ეირიმ ჯგუფთან ერთად ორი ალბომი ჩაწერა: Down to Earth და Difficult to Cure. 1980 წელს ის უკრავდა ოზი ოზბორნის პირველ სოლო ალბომში The Blizzard of Ozz, სადაც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია შესავალი სიმღერისა Mr. Crowley, ეირის შესრულებით. 1981 წელს მან დატოვა რეინბოუ და სამი წლის მანძილზე ოზი ოზბორნთან უკრავდა. თავისი წვლილი შეიტანა ალბომების - Bark at the Moon და Speak of the Devil-ს ჩაწერაში. 1987 წელს ტურნეს შეუერთდა ჯგუფ ჯეტრო ტალს. მაგრამ მალე დატოვა ჯგუფი და ჩაწერა ალბომი "K2".
2001 წელს დონ ეირი შეუერთდა ჯგუფ დიფ ფარფლს, მან შეცვალა დაშავებული ჯონ ლორდი, რომელმაც ამ შემთხვევის შემდეგ მუსიკალური კარიერა დაასრულა. ეირი ჯგუფს სრული დატვირთვით 2002 წლის მარტში შეუერთდა.
ამჟამად დონ ეირი მეუღლე დორისსა და სამ შვილთან ერთად კემბრიჯში (ინგლისი) ცხოვრობს.
|
გილანი, იან | მორსი, სტივ | გლოვერი, როჯერ | ეირი, დონ | პეისი, იან |
ბლექმორი, რიჩი | ლორდი, ჯონ | სატრიანი, ჯო | ტერნერი, ჯო ლინ | ბოლინი, ტომი | კოვერდეილი, დევიდ | ჰიუზი, გლენ | ევანსი, როდ | სიმპერი, ნიკ |
დაკავშირებული სტატიები |
---|
რეინბოუ | გილანის ჯგუფი | ბლექმორს ნაით | ბლექ საბათი | ვაით სნეიქი |