ენგელსი, ფრიდრიხ
ვიკიპედიიდან
ფრიდრიხ ენგელსი (* 28 ნოემბერი, 1820, ბარმენი ― † 5 აგვისტო, 1895, ლონდონი), პოლიტიკოსი, მეწარმე, ფილოსოფოსი და სამხედრო ისტორიკოსი. იგი იყო კარლ მარქსთან ერთად მარქსიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
ენგელსი დაიბადა პრუსიის სამეფოს რაიონის პროვინციის ქალაქ ბარმენში. რაინოს პროვინცია იმ დროს გერმანიაში ყველზე განვითარებულ სამრეწველო მხარეს წარმოადგენდა თავისი პროლეტარიატით. "წერილებში ვუპერტალიდან" (1839) ენგელსი გვიხატავს ბარმენსა და ელბერფელდში სამრეწველო პროლეტარიატის შრომისა და ცხოვრების პირობებს, მოითხოვს გერმანიაში არსებული რეაქციული წყობილების დამხობას და საზოგადოებრივი პროგრესის განხორციელებას.
1838 წელს ენგელსი ოჯახური პირობების გამო ბრემენის ერთ-ერთ სავაჭრო ფირმაში ნოქრად იწყებს მუშაობას. სავაჭრო სამიანობას ხელი არ შეუშლია მისთვის მიეღო მეცნიერული და პოლიტიკური განათლება. ენგელსი ეცნობა იმდროინდელ ლიტერატურას, მონაწილეობას იღებს პოლიტიკურ და ლიტერატურულ დაჯგუფებებში, რომელთა მოწოდება იყო პრაქტიკული მნიშვნელობა ახალი იდეების განვითარება. ჰეგელის ფილოსოფიის რევოლუციური მხარე ენგელსმა მაშინვე შეამჩნია და პირველმა შეაფასა, როდესაც იგი დაუკავშირდა მემარცხენე ჰეგელიანელების სკოლას.