ვიკიპედიიდან
28 ნოემბერი არის გრიგორიანული კალენდრის 332-ე დღე (ნაკიან წლებში – 333-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 33 დღე.
- 1520 : სამხრეთ ამერიკის ყურის გაცურვის შემდეგ სამი გემი პორტუგალიელი მკვლევარი ფერდინანდ მაგელანის მეთაურობით წყნარ ოკეანეში შედის, რითაც ისინი პირველი ევროპელები ხდებიან, რომელთაც ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანეში შესცურეს.
- 1660 : ლონდონის გრეშამის კოლეჯში რობერტ ბოილი, ჯონ უილკინსი, ქრისტოფერ ვრენი და სხვა წამყვანი მეცნიერები აფუძნებენ სწავლულთა საზოგადოებას, დღეს ცნობილი როგორც სამეფო საზოგადოება.
- 1821 : პანამის დამოუკიდებლობის დღე. პანამა გამოეყო ესპანეთს და კომუმბიას შეუერთდა.
- 1912 : ალბანეთი დამოუკიდებლობას აცხადებს ოსმალეთის იმპერიისგან.
- 1943 : მმო - თეირანის კონფერენცია - აშშ-ის პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი და საბჭოთა ლიდერი იოსებ სტალინი თეირანში ომის სტრატეგიას იხილავენ.
- 1944 : ალბანეთი ნაცისტებისგან განთავისუფლდა ალბანეტის პარტიზანთა მიერ.
- 1960 : მაურიტანია საფრანგეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
- 1969 : გამოდის როლინგ სთოუნზის ალბომი "Let It Bleed".
- 1975 : აღმოსავლეთ ტიმორი დამოუკიდებლობას აცხადებს პორტუგალიისგან.
- 1982 : 88 ქვეყნის წარმომადგენელი იკრიბება ჟენევაში მსოფლიო სავაჭრო პოლიტიკის განსახილველად.
- 1984 : უილიამ პენი და მისი მეუღლე ჰანნა კალოუჰილ პენი გარდაცვალებიდან 250 წლის შემდეგ აშშ-ის სპატიო მოქალაქეები ხდებიან.
- 1989 : ცივი ომი - ხავერდოვანი რევოლუცია - ხანგრძლივი და მასიური პროტესტების ზეწოლით ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტია მთავრობაზე მონოპოლიას თმობს.
- 1994 : ნორვეგიის ამომრჩევლები ევროკავშირის წევრობაზე უარს აცხადებენ.
- 2000 : უკრაინელი პოლიტიკოსი ოლეკსანდერ მოროზი აქვეყნებს კასეტას, რომლითაც სახალხოდ ამხილა პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა ჟურნალისტი გიორგი ღონღაძის მკვლელობაში მონაწილეობაში.
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
სხვა თვეები: