ვესტმინსტერის სააბატო
ვიკიპედიიდან
წმ. პეტრეს სახელობის ეკლესია, ცნობილი როგორც ვესტმინსტერის სააბატო კათედრალის ტიპის გოტიკური ეკლესიაა ვესტმინსტერში, ლონდონი, ვესტმინსტერის სასახლიდან დასავლეთით. ტრადიციულად აქ ტარდება ინგლისის მონარქთა კორონაციისა და დაკრძალვის ცერემონიები. ტაძარი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.