თაქთაქიშვილი, ოთარ
ვიკიპედიიდან
ოთარ ვასილის ძე თაქთაქიშვილი (* 27 ივლისი, 1924, თბილისი ― † 21 თებერვალი, 1989, იქვე) - ქართველი კომპოზიტორი; სსრკ-ის სახალხო არტისტი (1974), ლენინური პრემიის ლაურატი (1982), სსრკ-ის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი (1951, 1952, 1967). მას ეკუთვნის საბჭოთა საქართველოს რესპუბლიკის ჰიმნი, რომელიც ჯერ კიდევ თბილისის კონსერვატორიის სტუდენტობისას დაწერა.