თემისი
ვიკიპედიიდან
თემისი (Themis, ნათესაობითი ბრუნვა Themidos), მართლმსაჯულებისა და სამართლისნობის ქალღმერთი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში. ურანოსისა და გეას ასული, ზევსის ცოლი. თემისი წინასწარმეტყველი იყო და კაცთა მოდგმას ზევსის ნებასურვილს აუწყებდა. თემისს გამოსახავდნენ თვალახვეულს, სიუხვის რქითა და სასწორით ხელში. ხშირად იურისტებსა და მოსამართლეებს თემისს მსახურს უწოდებენ.