თერჯოლა
ვიკიპედიიდან
ქალაქი საქართველოში, თერჯოლის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ჩხარის ნაპირას, ზღვის დონიდან 170 მ სიმაღლეზე. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII ს-ში. ქალაქად გამოცხადდა 1983 წელს. მოსახლეობა 5,5 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. თერჯოლაში არის მარგვეთის ეპარქიის რეზიდენცია.