თერჯოლის რაიონი
ვიკიპედიიდან
თერჯოლის რაიონი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი იმერეთის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში, 1821-დან შორაპნის მაზრაში, 1930-დან ქუთაისის ოლქში. ამავე წელს გამოიყო ცალკე როგორც ჩხარის რაიონი. 1950 წლიდან ეწოდება თერჯოლის რაიონი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბუნება
რაიონის ტერიტორია ძირითადად მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ტერიტორია - 357 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 250 კვ.კმ. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები ყვირილა, ჩოლაბური, ძევრულა, წყალწითელა და სხვები. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა საკრამიტე და სააგურე თიხა, სამშენებლო ქვა (ეკლარი), ქალცედონი, კირქვა და მარმარილო.
[რედაქტირება] მოსახლეობა
მოსახლეობის რიცხოვნობა - 45 ათასი კაცი; სიმჭიდროვე - 127 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 46 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 45 სოფელი.
[რედაქტირება] მმართველობა
რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა რაიონის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო - რაიონის გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:
- ქალაქის საკრებულო - 1: თერჯოლა;
- თემის საკრებულო - 13: ალისუბნის, ახალი თერჯოლის, ბარდუბნის, გოდოგანის, ეწრის, თუზის, კვახჭირის, ნახშირღელის, რუფოთის, ზედა საზანოს, სიქთარვას, ჩხარის, ძევრის;
- სოფლის საკრებულო - 5: გოგნი, ზედა სიმონეთი, ქვედა სიმონეთი, ღვანკითი, ჭოგნარი.
[რედაქტირება] ეკონომიკა
წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მევენახეობა, მებოსტნეობა, მეხილეობა, მარცვლეული კულტურების (სიმინდი) მოყვანა და მეცხოველეობა. მრეწველობა ემყარება ადგილობრივ ენერგეტიკულ, მინერალურ და სასოფლო-სამეურნეო ნედლეულს. რაიონში არის ჩაის, ღვინის ქარხნები და რამდენიმე წვრილი საწარმო. რაიონის ტერიტორიაზე გადის სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მაგისტრალი და თბილისი-ქუთაისის საავტომობილო გზატკეცილი.
[რედაქტირება] კულტურა
რაიონში 34 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 30 ბიბლიოთეკა, 3 თეატრი და 3 მუზეუმი (მათ შორის - დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმი).
[რედაქტირება] ღირშესანიშნაობანი
- ისტორიული ძეგლები: სკანდეს ციხე-სიმაგრის ნანგრევები, გოგნის ციხე, ჩხარის საკულტო ნაგებობათა კომპლექსი.
იმერეთის მხარე | |
ქუთაისი | ბაღდათის რაიონი | ვანის რაიონი | ზესტაფონის რაიონი | თერჯოლის რაიონი | სამტრედიის რაიონი | საჩხერის რაიონი | ტყიბულის რაიონი | ჭიათურის რაიონი | წყალტუბოს რაიონი | ხარაგაულის რაიონი | ხონის რაიონი |