თრდატ III
ვიკიპედიიდან
თრდატ, (ტირდატე) III, სომხეთის მეფე 298-330. გამეფდა რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს დახმარებით. თრდატ III-მ სასანიანთა ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში რომის დახმარებით ფაქტობრივად მიაღწია დამოუკიდებლობას, რასაც მოჰყვა სამეფო ხელისუფლების გაძლიერება. 301 სომეხ დიდკაცობასთან ერთად თრდატ III-მ ქრისტიანობა მიიღო და სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.
![]() |
ეს არის სტატიის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ვიკიპედიას და შეავსოთ იგი. |