ქრისტიანობა
ვიკიპედიიდან
ქრისტიანობა არის ქრისტეს მოძღვრება, სამთაგან ერთ-ერთი მსოფლიო რელიგია ბუდიზმთან და ისლამთან ერთად. მას სამი ძირითადი მიმართულება აქვს: კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და მართლმადიდებლობა. საერთო ნიშანი, რომელიც აერთიანებს ქრისტიანობის სხვადასხვა მიმართულებებს და სექტებს, არის რწმენა იესო ქრისტესადმი, როგორც ღმერთკაცის, მსოფლიოს მხსნელის, სამების მეორე პირის განმასახიერებლისადმი. ქრისტიანული სწავლების მთავარი წყაროა წმინდა წიგნი - ბიბლია, განსაკუთრებით მისი მეორე ნაწილი - ახალი აღთქმა.
[რედაქტირება] ქრისტიანობის წარმოშობა
ქრისტიანობა წარმოიშვა იუდაიზმის წიაღში ახ.წ. 1-ელ საუკუნეში რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში - პალესტინაში. ახალი მოძღვრება ბერძნული და ლათინური ენების წყალობით იოლად ვრცელდებოდა უზარმაზარ რომის იმპერიაში. გადმოცემის თანახმად, თომა ქადაგებდა ინდოეთში და სპარსეთში, ანდრია – კავკასიასა და ბალკანეთში, მარკოზი – ეგვიპტეში. პირველ ქრისტიანეთა ხვედრი მძიმე იყო, მათ
[რედაქტირება] ქრისტიანული სწავლება
ქრისტიანული სწავლება ძირითადად მოიცავს ათ მცნებას. ადამიანთა უმეტესობა არ ასრულებს მათ, მაგრამ არავინ არ იცის ბოლომდე, თუ რა უდუდესი მოძღვრებაა ათი მცნება
bjghjgjh
[რედაქტირება] ქრისტიანობა საქართველოში
ძირითადი სტატია: ქრისტიანობა საქართველოში
ქართველებმა ყველა მეზობელ ხალხზე ადრე მიიღეს ქრისტიანობა, რასაც ბევრი მეცნიერი ადასტურებს. ივანე ჯავახიშვილის აზრით, ქრისტიანობის ისტორია საქართველოში III საუკუნის დამდეგიდან იწყება, ხოლო ოფიციალურ თარიღად ცნობილი 326 წელი სარწმუნოების ოფიციალურად გამოცხადებას ეხება, რაც ყველა ქვეყანაში უფრო გვიან ხდებოდა. ქრისტიანობის გავრცელებას საქართველოში წმინდა ნინოს მიაწერენ.