იანუკოვიჩი, ვიქტორ
ვიკიპედიიდან
ვიქტორ იანუკოვიჩი (უკრ.: Віктор Федорович Янукович; რუს.: Виктор Федорович Янукович), (*9 ივლისი, 1950) - უკრაინელი პოლიტიკოსი და სახელმწოფო მოღვაწე; ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური გაერთიანების - რეგიონთა პარტიის ლიდერი. უკრაინის პრემიერ-მინისტრი 2002-2004 წლებში, დონეცკის გუბერნატორი 1997-2002 წლებში. 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიქტორ იუშენკოს ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე-კანდიდატი. 2006 წლის 4 აგვისტოდან უკრაინის პრემიერ-მინისტრი.