იუშენკო, ვიქტორ
ვიკიპედიიდან
ვიქტორ ანდრიოვიჩ იუშენკო (უკრ.: Віктор Андрійович Ющенко) (*23 თებერვალი, 1954) უკრაინის პრეზიდენტია. უკრაინის პოლიტიკური კოალიციის "ნაშა უკრაინა" ლიდერი, მთავარი ოპოზიციური კანდიდატი იყო 2004 წლის ოქტომბერ-მოემბრის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში. უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2004 წლის 26 დეკემბერს გამართულ არჩევნების მეორ ტურში იუშენკო გამარჯვებულად გამოაცხადა ხმების 52%-ით 44%-ის წინააღმდეგ (გაუსწრო რა ვიქტორ იანუკოვიჩს). პოპულარული საპროტესტო მოძრაობა, რომელმაც ის მთავრობის სათავეში მოიყვანა დღეს ცნობილია, როგორც "ნარინჯისფერი რევოლუცია".
იუშენკო 1993-1999 წლებში მსახურობდა ქვეყნის ეროვნული ბანკის თავმჯდომარედ, ხოლო 1999-2001 წლებში კი უკრაინის პრემიერ-მინისტრად.